მთავარისიახლეებისამართალიდავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

Published on

29 დეკემბერს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  არსებული ინფორმაციით, იგი ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. ჯანაშიას უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მიესაჯა 4 წლით რეალური სასჯელი და 4 წელი პირობითი მსჯავრი. ამ მოცემულობით, იგი რეალური სასჯელის მოხდისაგან უნდა გათავისუფლებულიყო 2021 წლის 2 დეკემბერს. მაგრამ გათავისუფლდა ვადაზე ერთი წლით ადრე

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

,,გიორგი ჯანაშია წარმოადგენს სახელმწიფოს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად.სწორედ მან მისცა „ოქროს ჩვენება“ მეგობრის წინააღმდეგ, რის საფუძველზეც სახელმწიფომ მიხეილ კალანდია მოგონილი დანაშაულით საკმაოდ ხანგრძლივი დროით გამოამწყვდია ციხეში, ხოლო იგივე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ კი 3 წლიანი პატიმრობა იკმარა.

ახლა კი, როცა ამ “იარაღმა” წაუყენა ულტიმატუმი სახელმწიფოს, დაემუქრა ნამდვილი, ცხადი ამბების ნიუსებით და მოითხოვა შეთანხმებულზე ადრე თავისუფლების მინიჭება, უბადრუკ მდგომარეობაში აღმოჩენილი სახელმწიფო ამ დათმობაზე წავიდა

ამ მიზნის განსახორციელებლად კი კვალიფიციური უფლებამოსილი მოსამართლეც კი ვერ იპოვა და უზენაესი სასამართლოს სახელით გადაწყვეტილება მიაღებინა ისეთ მოსამართლეებს, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმე ნანახიც კი არ აქვთ, ხოლო პატიმარი მხოლოდ ტელევიზიით ექნებათ ნანახი”, – ნათქვამია ზურაბ თოდუას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...