მთავარისიახლეებისაზოგადოება"მარისია" - 20 წლის სტუდენტი გოგონას ჩირების წარმატების ისტორია

“მარისია” – 20 წლის სტუდენტი გოგონას ჩირების წარმატების ისტორია [Video]

Published on

მარიამ თოლორაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტია. დასთან ერთად ემიგრაციაში წასვლა კორონაპანდემიის გამო ჩაეშალა, სოფელში დაბრუნებულს ბევრი არ უფიქრია, ეზოში ხილის მოკრეფა დაიწყო და ჩირების დამზადებას მიყო ხელი. ბევრს კითხულობს, ინფორმაციას ეძებს, აინტერესებს და სურვილი აქვს მისი ნახელავი ხარისხიანი და ნატურალური გემოვნური თვისებებით გამორჩეული იყოს, ამისთვის ბევრს შრომობს, საკუთარი ბრენდიც შექმნა და ახლა უკვე მარისიას სახელით საკუთარ პროდუქციას ონლაინ შეკვეთებით ყიდის.მარისიას ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ჩაი მომხმარებლის მაღალ გემოვნებას აკმაყოფილებს, ამბობს, რომ ეს მისი რეცეპტია და ამით შეუძლია იამაყოს.20 წლის მარიამი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, თუმცა, დაფინანსება ვერ მოიპოვა. ახლა მისი ყველაზე დიდი სურვილია საშრობი აპარატი ქონდეს, რომ უფრო მეტი ხილი გააშროს და საქმიანობა ისე გააფართოვოს რომ სოფელში რამდენიმე ადამიანიც  დაასაქმოს.

მარისიას ჩირები სოფელ ახალკახათში და არა მარტო აქ, უკვე ყველამ იცის. ამბობს, რომ საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევამ შემოსავალი გაუჩინა, ახლა სწავლის დაფინანსებასაც თავად ახერხებს, ოჯახსაც ეხმარება და მომავალში ვარდების სათბურის გაკეთებასაც  აპირებს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...