მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია - ერთადერთი შეთავაზება მექნებოდა ოპოზიციასთან - დროზე შევიდნენ პარლამენტში

გიორგი გახარია – ერთადერთი შეთავაზება მექნებოდა ოპოზიციასთან – დროზე შევიდნენ პარლამენტში

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოპოზიციას მოუწოდა დროზე შევიდნენ პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისივე თქმით, მათ შემდეგ არჩევნებზე ამის შესაბამის შეფასებას მისცემს საზოგადოება. 

“მე არავისთან არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში და არანაირი მოლაპარაკებების შესახებ არ ვიცი. ერთადერთი შეთავაზება მექნებოდა ოპოზიციასთან – დროზე შევიდნენ პარლამენტში და რა ვალდებულებაც დააკისრეს მათ ჩვენმა მოქალაქეებმა, ის აიღონ თავიანთ თავზე და შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ მათ შემდგომ არჩევნებზე. ამაში დარწმუნებული ვარ, ყველანაირი ირონიის გარეშე. მე არ მითქვამს, რომ ყველას დაავიწყდება, რა იყო მნიშვნელოვანი, თქვენ ასევე არ დაგავიწყდებათ, კიდევ ბევრ ადამიანს არ დაავიწყდება, მათთვის ქვეყნის პრიორიტეტების სიაში შეიძლება იყოს ეს საკითხი. ჩემთვის პირველ ადგილზე იქნება ჩემი მოქალქეების ჯანმრთელობა და მათი სამუშაო ადგილები”- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...