მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა...

,,ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება“ – ლევან ვარშალომიძე ნიკა მელიას გამარჯვებას ულოცავს

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო, ნიკა მელიას გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ვარშალომიძე წერს, ახლა მომავალი გამარჯვების დროა.

„ ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!

ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!

ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება“, – აღნიშნულია ვარშალომიძის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...