მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი'' - ოპოზიციის დეპუტატები ამ...

“არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი” – ოპოზიციის დეპუტატები ამ ,,ეშმაკისეულ თანხაზე” უარს ამბობენ

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტს დეპუტატის ხელფასი უკან გადაურიცხა.

“პარლამენტმა არ ვიმჩნევთ რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს:-) წამებში მიიღეს უკან”. – წერს ელენე ხოშტარია Facebook გვერდზე.

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნატო ჩხეიძე წერს,პარლამენტისგან ჩარიცხულ სადეპუტატო ხელფასს “ეშმაკისეულ თანხას” უწოდებს და საზოგადოებას რჩევას ეკითხება, რა უყოს მას.

“გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია…

ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა.

ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ.

ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო…” – წერს ნატო ჩხეიძე.

ჩხეიძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, იცოდა, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების დაპირებას, მისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...