მთავარისიახლეებისამხედრო თემახურჩის ოკუპირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები

ხურჩის ოკუპირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები

Published on

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. 
ხურჩის გამგებელი ადასტურებს, რომ ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ ტერიტორიის ხის ბოძებით მონიშვნის შედეგად, ხურჩის მოსახლეობის 2 ჰექტრამდე მიწა აფხაზეთის მხარეს მოექცა.
როგორც ბადრი ხუნჯგურუამ განაცხადა, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს, ხურჩის მცხოვრებლებს კი რომლებიც წლების განმავლობაში მიწებს სახნავად იყენებდნენ უთხრეს, რომ ეს მიწა მათი აღარ იყო: “ე.წ. საზღვარი აქამდე პირობითად არხი იყო, რომელიც ამ ტერიტორიაზეა. ყველამ იცოდა რომ არხის იქით არ უნდა გადასულიყო. 2 დღის წინ დაიწყეს ბოძების ჩასმა და 2 ჰექტარამდე  მიწა აფხაზეთისკენ მოაქციეს“,-განაცხადა ხუნჯგურუამ.
ერთ ჰექტარამდე მიწას, რომელიც ბოძების მიღმა მოექცა, მიქაუტაძეების ოჯახი წლებია ამუშავებდა. ირინა მიქაუტაძის განცხადებით, ე.წ. რუსმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ გადასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ.
რაც შეეხება მეორე მესაკუთრეს, არველოდ ნაჭყებია აცხადებს, რომ ამ მიწას 1978 წლიდან ამუშავებდა და ამ დრომდე არ იცოდა, რომ მისი ყანის ერთი ნაწილი თურმე ნაბაკევს ეკუთვნის, რომელიც რუსულ ჯარს ოკუპირებული აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ზოლზე ბოძების ჩასმას ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას უწოდებენ და ამბობენ რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა.
სუსის განცხადებით, ამ ფაქტზე მოახდენენ რეაგირებას. მათი ცნობით, ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. 

სიახლეები

პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და...

მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ გიორგი კინოიანს – აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან შეკრებას გეგმავენ

ერევანში დაკავებული ქართველი მებრძოლის გიორგი კინოიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რუსეთში ექსტრადიცია ელოდება, სამოქალაქო აქტივისტები ცოტა...

სანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს – რუსეთის პასუხი ტრამპს

კრემლმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მის მზადყოფნაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი...

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა...