მთავარისიახლეებიკონფლიქტებიევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდა

Published on

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM Georgia) მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდა. როგორც EUMM-ის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი ტვიტერზე წერს, საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა.

ამასთან, მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 22 წლის დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში 44. 8 მილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტია გამოყოფილი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველო სამოქალაქო მისიაა, რომელიც 2008 წლის სექტემბერში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდგომ განთავსდა.

მის მიზანს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის მიღწევა, ურთიერთობის ნორმალიზება და ნდობის აღდგენა წარმოადგენს.

2020 წლის მარტიდან მისიის ხელმძღვანელია ელჩი მარეკ შჩიგელია. სადამკვირვებლო მისიას თბილისის გარდა საველე ოფისები გორში, მცხეთასა და ზუგდიდში გააჩნია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...