მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს, ჩარეცხეს ჩვეულებრივად - მიხეილ...

საქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს, ჩარეცხეს ჩვეულებრივად – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ივანიშვილის ბრძოლაზე იმ მიღწევების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ჰქონდა მისი მმართველობის პერიოდში ,,საქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს, ჩარეცხეს ჩვეულებრივად. ის 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ნახეთ, როგორი მონაცემები გვქონდა. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ [ჯორჯ ბუშის ვიზიტის გარდა გულისხმობს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს, რომელიც მაშინ პრეზიდენტები არ იყვნენ] საქართველოში ბოლოს და ბოლოს.

ახლა გამოივლის გზად უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარიაო. სახლმწიფო მდივნები ჩვეულებრივად შემოივლიდენ ხოლმე, მოქმედი ძლიერი სახელმწიფო მდივნები და დისკოტეკებზე დაგვყავდა და მთებში.

ვერტმფრენით გადავაფრინე ერთხელ ერთი სახელმწიფო მდივანი, რუსების პოსტებს გადავუფრინეთ. ცე ერ უს დირექტორით, მეორე ადგილზე გადავუფრინე პოსტებს, მესამე ადგილზე გადავსვით შატილში უკან და ზემოდან ისეთ ადგილებში, სადაც… ყველგან მომყვებოდენ ბრმად, არც კითხულობდნენ მათი პროტოკოლი… მერე გამომაცხადეს ,,გიჟად” და ეს იყო ნდობა, თანასწორობა, რისკზე მოდიოდნენ ჩვენი გულისთვის.  – განაცხადა ექსპრეზიდენტმა მთავარი არხის ეთერში. 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...