მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიმ რიში: მმართველი პარტიები თავს უნდა იკავებდნენ ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან

ჯიმ რიში: მმართველი პარტიები თავს უნდა იკავებდნენ ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან

Published on

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. ამ თემაზე მან ინტერვიუ  “ამერიკის ხმას” მისცა. საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე სენატორი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.

“ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს”, – ​ ამბობს სენატორი, “ამერიკის ხმასთან” წერილობით კომენტარში.

სენატორმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გააკეთა.

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...