ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 421 ადამიანს ჩაუტარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 112 ადამიანი გადის, მათგან 98-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, 32 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტს მკურნალობენ, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 23 პაციენტია მოთავსებული.
ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 7 504 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 5 545 და დაიღუპა 100 ადამი