მთავარისიახლეებიპოლიტიკაროდესაც ხელისუფლება იტაცებს ძალაუფლებას, მთავრდება მოქალაქეებზე ზრუნვა და იწყება კუნთების ჩვენების პოლიტიკა...

როდესაც ხელისუფლება იტაცებს ძალაუფლებას, მთავრდება მოქალაქეებზე ზრუნვა და იწყება კუნთების ჩვენების პოლიტიკა – ხათუნა სამნიძე

Published on

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, როდესაც ხელისუფლება იტაცებს ძალაუფლებას, ლოგიკურია, რომ მთავრდება მოქალაქეებზე ზრუნვა და იწყება კუნთების ჩვენების პოლიტიკა. ასე გამოეხმაურა ფორმულასთან ეთერში სამნიძემ გუშინ, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს.

“როდესაც ხელისუფლება იწყებს ძალაუფლების მიტაცებას, როდესაც ის თვლის, რომ მას აბსოლუტური ძალაუფლება აქვს და დღეს ამ მდგომარეობაშია ქართული ოცნება, როდესაც იმისაც კი არ ითვალისწინებს, რომ შეიძლება სრულიად მარტო დარჩეს, უკვე სამართლებრივადაც, პარლამენტში და ქვეყანას ჰყავდეს ერთპარტიული პარლამენტი, ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა მთავრდება და კუნთების ჩვენებით ცდილობს ხელისუფლება თავისი ძალაუფლების გამყარებას. გუშინ ეს ფაქტები ვნახეთ და ეს ჩანდა”, — აცხადებს სამნიძე.

იგი ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის გადაწყვეტილებას, ერთი კონკრეტული ოჯახისთვის ბინის ჩუქების შესახებ.

“ძალიან უტიფრად ამბობდა კახა კალაძე, რომ ამ ადამიანებმა მიიტაცეს ეს მიწები, ეს არის უკანონო მშენებლობები   და ჩვენ ამას აღვკეთთ. მალე მოუწია მას სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რაც კიდევ უფრო უარესი სანახავია, როდესაც ვხედავთ რომ ერთი ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და ელემენტარული პირობები და არა სისტემა უზრუნველყოფდეს ამას”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...