მთავარისიახლეებიპოლიტიკაcensor.net: საქართველოში აშშ-ს ელჩი ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ დაენიშათ თანამდებობაზე

censor.net: საქართველოში აშშ-ს ელჩი ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ დაენიშათ თანამდებობაზე

Published on

რატომ და რა მანდატით ერეოდა კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნის პროცესში? უკრაინული ინტერნეტ-გამოცემაcensor.net წერს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი უკრაინის შიდა საქმეებში ერეოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, როდესაც კიევი სერიოზულად განიხილავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას, დეგნანმა უკრაინაში დარეკა და მოითხოვა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა განეხორციელებინათ, რათა მას ეს გადაწყვეტილება შეეცვალა. 

გამოცემა ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სერიოზული მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა ისრაელის ლობისტური კომპანიების საშუალებით საქართველოში 2020 წლის არჩევნების გაყალბებული შედეგების საერთაშორისო აღიარება მომხდარიყო და ამ პროცესში, კელი დეგნანის გარდა, მაიკ პომპეოც იყო ჩართული. censor.net წერს, რომ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო ამ გეგმების კორექტირება მოხდა.

შეგახსენებთ, ინფორმაცია პირველად იმის შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი ითხოვდა,მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ დაენიშათ თანამდებობაზე, ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა.

სიახლეები

დაკავებულია სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს...

მდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

მამუკა მდინარაძის კომენტარმა ნათლად დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას....

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი...

ლევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა ლაშა ცანავამ...