მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ ევროპული საქართველოს დეპუტატები პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ

ხვალ ევროპული საქართველოს დეპუტატები პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ

Published on

ხვალ, 16 დეკემბერს ევროპული საქართველოს დეპუტატები პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა.

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ცესკოს თავმჯდომარემ უკვე მიიღო განკარგულება, რომლითაც პარტიული სია ჩაიხსნა, ხვალ უკვე პარლამენტს მიმართავენ მანდატების გაუქმების მოთხოვნით. 

“პროცედურულად ასეა. ჯერ ცესკომ უნდა შეაჩეროს სიები, რომ სია არ გახდეს მოძრავი. დღეს მივიღეთ პასუხი და ხვალ შეიტანენ დეპუტატები განაცხადებს. შემიძლია, დავამშვიდო ყველა ჩვენი “რადიკალი ოპოზიციონერი”, ბატონი ელისაშვილის თამადობით, რომ პრობლემა არ იქნება აქ”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

ცესკოსთვის არ მიუმართავს ორ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა – გირჩსა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს.

სიახლეები

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...