მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის. „სამართლიან არჩევნებს“ ან ხელი გადაუგრიხეს, ან რაღაცებში გამოიჭირეს...

„თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის. „სამართლიან არჩევნებს“ ან ხელი გადაუგრიხეს, ან რაღაცებში გამოიჭირეს თავისი შიდა ამბებით”- დავით ბერძენიშვილი

Published on

რესპუბლიკური პარტიის”ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თალაკვაძეს  ბოდიშს არავინ მოუხდის – ასე უგამოეხმაურა იგი არჩილ თალაკვვაძის განცხადებას, რომ ოპოზიიამ ბოდიში უნდა მოიხადოს არჩვნების გაყალბებულად წარმოდგენის მცდელობის გამო.

ის საცხადებს, რომ მისი თქმით, . დავით ბერძენიშვილისათვის გაუგებარი და არადამაჯერებელია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის განცხადება, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-მ შეცდომა დაუშვა.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-ს შეცდომა მოუვიდა. კარგი ორგანიზაციაა, ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ხელისუფლების ზეწოლის ფორმებით არის ეს თუ რაღაც სხვა ამბებით, მისი ინტერესების გათვალისწინება ხდება. ღიად ტყუილს გვეუბნებიან, არაფერი შეცვლილაო. ასე არ არის“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის აღნიშნული განცხადება არადამაჯერებული და არაადეკვატურია.

„პერსონალურ პასუხისმგებლობას მაინც როგორ ვერ ხედავს, ასეთი რამ რომ დამართა საკუთარ ორგანიზაციას. ამ მხრივ ძალიან გაღიზიანებული ვარ. არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მან, როგორც დირექტორმა შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა. როგორც ნიჟარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ორგანიზაციამ არჩევნების ჩატარებას ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...