ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.
“მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს”. – წერია პრესსამსახურის განცხადებაში.