მთავარისიახლეებიექსკლუზივი,,საღამო საქართველოს პირველ ლედისთან'' - პოლონური მედია სანდრა რულოვსის ვიზიტის შესახებ

,,საღამო საქართველოს პირველ ლედისთან” – პოლონური მედია სანდრა რულოვსის ვიზიტის შესახებ

Published on

,,ეს არის ძალიან ლამაზი, თბილი, სამყაროსადმი პოზიტიურად განწყობილი ადამიანი'' – ნათქვამია  სტატიაში , რომლითაც პოლონური ინტერნეტგამოცემა ,, ოპინიე ნიუსი’’  პოლონეთში საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის ვიზიტს ეხმაურება. ვიზიტი გასულ კვირას შედგა და მის ფარგლებში ქართველ საზოგადო მოღვაწეს არაერთი შეხვედრა ჰქონდა   საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან. მის მიერ წაკითხულმა ლექციების ციკლმა უამრავი მსმენელი მიიზიდა. 
 
,,საქართველოს პირველი ლედი 2004 – 2013 წლებში სანდრა ელისაბედ რულოვსი, პოლონეთში ვიზისტის ფარგლებში  ქალაქ  ბიალა პოდლიასკას ესტუმრა. აქ მას გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ლიტერატურულ კაფეში, სადაც უამრავი პოლდიასკელი მივიდა. – წერს სტატიის ავტორი- მალგოჟატა ბროდოვსკა სტატიაში ,,საღამო საქართველოს პირველ ლედისთან''  –  სანდრა რულოვსმა ისაუბრა  საქართველოზე, თავის საქმიანობაზე  მეუღლის პრეზიდენტობისას და დღევანდელ საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, თავის ოჯახზე. შეკრებლებს   შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ  მისი ავტობიოგრაფიულ წიგნს "იდეალისტის ჩანაწერები’’. 
შეხვედრა ორგანიზებული იყო კაფეს მფლობელის ბარბარა შვეციუკის მიერ  მას შემდეგ, რაც იგი გასულ კვირას დაესწრო სანდრა რულოვსის ერთ-ერთ ლექციას ვარშავაში, რომელიც მან რამდენიმე საზოგადოებრივი ფონდისა და ორგანიზაციის მიწვევით წაიკითხა. 
. – ამბობს სტატიის ავტორი – იგი ჰოლანდიაში, კათოლიკური ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, სწავლობდა ბრიუსელსა და სტრასბურგში, სადაც  1993 წელს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მიხეილ სააკაშვილი.
– მაშინ მე აფრიკაში წასვლაზე და იქ  სოციალური საქმიანობაზე ვოცნებობდი,  მაგრამ მიხეილმა დამარწმუნა, რიმ ამის გაკეთება  შემეძლო საქართველოშიც, სადაც ამოუწურავი სამუშაო  იყო.  – აღნიშნა შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა.
 
იმავე წელს იგი   თავის საქმროსთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ისინი დაქორწინდნენ. მიხეილ სააკაშვილს,  ახალგაზრდა ქართველ იურისტს აშს – ში გატარებული ორი წელი  იყო გამუდმებული ფიქრი და მზადება სამშობლოში დაბრუნებასა და პოლიტიკური კარიერის იქ დაწყებისათვის .
 
რულოვსმა შეხვედრაზე ისაუბრა,  როგორ ჩაერთო  საქართველოს  საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავის მუშაობაზე  საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციაში და თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საკონსულოში . 
შეხვედრის მონაწილე სტუდენტმა გოგონების თხოვნით მან ისაუბრა თავის დიპლომატიურ მოგზაურობებზე მეუღლის პრეზიდენტობის დროს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მისმა მონათხრობმა ამ ვიზიტების ისეთ მნიშვნელოვან მომენტებზე, როგორიც იყო მაგალითად შეხედრა დიდი ბრიტანეთის დედოფალთან ელისაბედ მეორესთან.  
 
მის სამკაულებთან და გარდერობთან დაკავშირებით დასმული ერთერთი კითხვის პასუხად , სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მისი რარიტეტი იყო  ვილნიუსელი დიზაინერის მიერ ქართულ მთიულურ მოტივებზე შექმნილი მძივებით გაწყობილი კაბა, რომელიც შემდგომში საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა.  
 
საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე არ იყო სიტყვაუხვი,  მაგრამ  ამ მოკლე გამოსვლაშიც შეძლო გაეცნო მასპინძლებისთვის  ეს ლამაზი ქვეყანა და მის მიერ განვლილი  საინტერესო გზა, მისი  თვითმყოფადობა, ადათ-წესები, კულტურისა და ისტორიის ძეგლები. სანდრა რულოვსის ლექციას თან ახლდა უაღრესად საინტერესო და მრავლისმთქმელი სლაიდშოუ, რომლშიც ჩართული იყო  სანრას შვილების ედუარდისა და ნიკოლოზის, აგრეთვე საპრეზიდენტო წყვილის სურათები.
 
სანდრა რულოვსი მოკრძალებით შეეხო თავის მეგობრობას მარია კაჩინსკასთან . – მარია ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, იგი ძალიან მენატრება დღემდე. მე ვიცნობდი იმდროინდელ ყველა პირველ ქალბატონს  და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს  იყო ნიმუში იმისა, როგორი უდა იყოს პირველი ლედი და როგორ უნდა იცავდეს თავისი ქვეყნის ინტერესებს. იგი განსაკუთრებული ქალი იყო: გაბედული, , ოპტიმისტური, გულისხმიერი, , მშვიდი, თავმდაბალი და მახვილგონივრული. ვფიქრობ, ის სამაგალითო იყო როგორც მეუღლე, დედა, ბებია და ამავე დროს სამაგალითო პირველი ლედი და საზოგადო მოღვაწე.  ეს იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში  აქტიურად ჩართული ადამიანი, რომელიც ზრუნავდა  ხელოვნების ხელშეწყობაზე,  ქალთა როლის გაძლიერებასა და მისი უფლებების  დაცვაზე – განაცხადა მან. – ბოლოს ერთმანეთს  სმოლენსკის ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე შევხვდით, ვარშავაში,  განახლებული შოპენის მუზეუმის. გახსნისას, რომელსაც იგი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ის, რაც მოხდა შემდეგ,  საშინელებაა, იმ დღეს იქ მყოფთაგან ბევრი სმოლენსკთან დაიღუპა. – დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  არ სჯერა, რომ ეს იყო უბრალოდ  ავიაკატასტროფა იყო. 
 
,,ჩემს მეუღლეს ლეხ კაჩინსკის ევროპის სინდისად მიჩნდა. მასთან ძალიან ახლო და კარგი პირადი ურთიერთობა  ჰქონდა და აფასებდა როგორც  გამორჩეულ პოლიტიკოსსა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერს.   ჩემი მეუღლის ყველა ქმედება მიმართული იყო  და არის  საქართველოსა და უკრაინის დაახლოებაზე ევროპასთან  და ამდენად მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო და ეამაყებოდა პრეზიდენტ კაჩინსკის მხარდაჭერა – განაცხადა პეზიდენტ სააკაშვილის  მეუღლემ და იქვე დასძინა, რომ  მის მიხეილ სააკაშვილს დღევანდელმა ხელისუფლებამ სწორედ ქვეყნის ინტერესების ერთგულებისთვის    ჩამოართვა  საქართველოს მოქალაქეობა და წაუყენა აბსურდული ბრალდებები, რომ თავის  ქვეყანაში ვერ დაბრუნდეს. ამჟამად იგი არის უკრაინის მოქალაქე და იქ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას –  მან დააფუძნა ოპოზიციური პარტია, რომელიც დღითიდღე ძლიერდება და იმედოვნებს, რომ გაიმარჯვებს  მომავალ არჩევნებში. 
 
სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მან მთელი გულით  შეიყვარა საქართველო და გრძნობს დაფასებას ქართველი ხალხისგან, რომელსაც იგი თავისი საქველმოქმედო საქმიანობით ემსახურება.
 
სანდრა რულოვსმა  შეხვედრაზე წარადგინა ავტობიოგრაფიული წიგნი " იდეალისტის ჩანაწერები’’ რომელიც  ჰოლანდიურ ენაზე  დაიწერა და  ითარგმნა ქართულ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ და პოლონირ ენებზე.  ქართული. პოლონური გამოცემაში წიგნს დაემატა ორი ახალი თავი, რომელტაგან ერთი ეძღვნება  სმოლენსკის ტრაგედიააში დაღუპულთა ხსოვნას, მეორე კი  პოლონეთის საპრეზიდენტო წყვილ – ლეხ და მარია კაჩინსკებს.  წიგნს ერთვის  CD, რომელზედაც ჩაწერილია ხალხური და თანამედროვე ავტორების ქართული სიმღერები და მარია კაჩინსკის ხსოვნისადმიმიძღვნილი პოლონელი ავტორისა და შემსრულებლის სიმღერა.
 
ავტორმა საღამოს ყველა მონაწილეს  საავტორო საჩუქრად გადასცა წიგნის თითო  ეგზემპლარი ავტოგრაფით
 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...