ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 780 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 187 006
გამოჯანმრთელებულია – 154 241
გარდაცვლილია – 1 744
კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 012
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3227
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 817
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 71 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 49 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი