მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით'' - სალომე...

„დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით” – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელშიც მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული დეპუტატები მონაწილეობენ. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

პარლამენტის სხდომას ესწრებიან მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო.

„დავიღალეთ! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით! ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება! „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„დავიღალეთ გაუთავებელი ლანძღვით,  შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით! სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა დადასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად. საზოგადოებისმოთმინებაამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელიგავიდა, რაც რუსეთი სმე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო.  თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია – ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!”

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბარში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურონ უარი პარლამენტის მანდატებზე.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...