მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთმა შუქის გარეშე დატოვა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ...

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთმა შუქის გარეშე დატოვა – მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ წელს სიბნელეში შეხვდება

Published on

უკვე ცნობილია, რომ რუსეთი აფხაზეთს, ენგურჰესიდან მიღებული დენის ალტერნატივას დამატებით არ გადაუმისამართებს და ოკუპირებული აფხასზეთის დიდი ნაწილი ახალ წელს სიბნელეში შეხვდება.

იქედან გამომდინარე, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში 10 მილიონ კვტ სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, ჯვრის წყალსაცავში ყოველდღიურად, 0,5-0,8 მეტრით ეცემა წყლის დონე და უკვე თავად აფხაზმა ენერგეტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ამჯერად წყალსაცავში არსებული წყლის მარაგი ენგურჰესის მუშაობას მხოლოდ თვის ბოლომდე უზრუნველყოფს: 25-27 დეკემბერს ენგურჰესი გაჩერდება. 

როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოსისტემის ხელმძღვანელი გურამ ჯაჯაია ამბობს, ვითარება ძალიან საგანგაშოა. მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ “რუსეთი აფხაზეთისკენ დენის გადმომისამართებას ვერ ახერხებს”, თუმცა, მიზეზს არ ასახელებს.

აქვე გეტყვით, რომ აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 250,000 ადამიანია, წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისი (რომლის მოსახლეობაც 1.15 მლნ-ია).

ასევე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60% უფასოდ მიეწოდება და ეს იმ დროს, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების 30 სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომლებიც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაჩახჩახებულია.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...