მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების მარცხი ნერვების ომში

ხელისუფლების მარცხი ნერვების ომში

Published on

დღეს დილიდან ხელისუფლებამარცხს მარცხზე განიცდის. მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლაზე მკაფიო უარი განაცხადეს ,,ლელომ” და ,,სტრატეგია აღმაშენებელმა და გაახმოვანეს გადაწყვეტილება ჩახსნანა სიები, სხვა იმპულსები წამოვიდა ალეკო ელისაშვილის პარტიიდანაც ,, მოქალაქეები”.

‘ “ჩვენი ამოცანა პარლამენტში შესვლა კი არ არის, ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკების პროცესი გადავარჩინოთ” – განაცხადა დღეს მოქალაქეების წევრმა ლევან იოსელიანმა TV პირველის ეთერში.თუ გვაქვს შანსი, რომ მოლაპარაკება გადავარჩინოთ, უნდა გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა, თუ არანაირი შეთანხმება შედგა, პარლამენტში შესვლას] აზრი არ აქვს, რისთვის უნდა შევიდეთ? მე და ალეკო რომ მარტო შევიდეთ, ეს ხომ სისულელე იქნება, რა უნდა გავაკეთოთ ორმა კაცმა? იმას თავი დავანებოთ, რომ მთელი საქართველოსთვის გაუგებარი იქნება, მაგრამ, ვთქვათ, შევედით, რა უნდა გავაკეთოთ, რას შევცვლით? ვერაფერს.”

ამ დროისთვის უცნობია, ჩახსნის თუ არა ეს პარტია თავის სიას, მაგრამ გადაწყვეტილება არ შევიდნენ პარლამენტში უკვე მკაფიოდ არის გაცხადებული. თუმცა ირაკლი კობახიძე გუშინდელი დღის შემდგომ შეცვლილი მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ ებღაუჭება იმედს, რომ გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც არ გაანაულებს თავის სიას და დღეს თუ ხვალ შევა პარლამენტში – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...