მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი ინტერესი ამოძრავებს - ამბოხი დემოკრატიული,...

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი ინტერესი ამოძრავებს – ამბოხი დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ

Published on

ირაკლი კობახიძე   ამბობს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში შესული სხვა პარტიებიგან განსხვავებით, მოლაპარაკებებში ხისტი პოზიცია ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს.

” როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო. გუშინდელ მოლაპარაკებებსა და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები ჩვენი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად”, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მოლაპარაკების ჩაშლაზე მიუთითებდა ისიც, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად მათ რამდენიმე ახალი ულტიმატუმი წამოაყენა, რაც “დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან” წინააღმდეგობაში მოდის.

“აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი, ეს არის ამბოხი დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ”, — აღნიშნა კობახიძემ.

ამ დასკვნის საფუძვლად მან ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბებაზე პრეტენზია და პარლამენტში არშესვლა დაასახელა. 

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მოიხსენია “მთავარი არხი” და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

მათ მაინც ჰყოფნით თავხედობა და მაინც ეჭქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული  არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს  ავტორიტერტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი”მთავარი არხი” და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, პანდემიის პირობებშიც პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე სისტემურ პროპაგანდას ეწევიან, საზოგადოებაში პოლიტიკური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ, ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური საფრთხის ქვეშ დააყენონ. -განაცხადა ირაკლი კობახიძემ

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...