მთავარისიახლეებიპოლიტიკარა შემთხვევაში ჩამოშორდება პოლიტიკურ საქმიანობას ირაკლი კობახიძე?

რა შემთხვევაში ჩამოშორდება პოლიტიკურ საქმიანობას ირაკლი კობახიძე?

Published on

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა ინიციატივა არჩევნების შემსწავლელი კომისიის შესახებ და თქვა, რომ გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში პოლიტიკას ჩამოშორდება.

“საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მოვიწვევთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ – და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება – “ოცნება” გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევენებს. გარდა ამისა, როგორც “ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას”, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...