მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკვადორელი მუსიკოსები ზუგდიდის ქუჩებში

ეკვადორელი მუსიკოსები ზუგდიდის ქუჩებში

Published on

ორ დღეს დაყოფენ ზუგდიდში ეკვადორიდან ჩამოსული ინდიელი მუსიკოსები, რომელნიც  მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთი კულტურა და ხელოვნება გააცნონ.

მათ დღეს ზუგდიდის ცენტრში    სახელდახელო კონცერტი გამართეს და დიდძალი გამვლელის ყურადღება მიიპყრეს.

ჯგუფის სახელი  ,, ვეინ ანდერო'' დაახლოებით იგივეს ნიშნავს, რასაც ჩვენებური ,,მგზავრები'' ან ,,ყარიბები'',  მათი ცხოვრების სტილი  ,,მოხეტიალე მუსიკოსების" არსს  იმეორებს და მათი ქუჩის  კონცერტების ერთერთი დანიშნულება შორეულ გზებზე თავის რჩენის საშუალებაც არის –  ეკვადორელი მუსიკოსები კონცერტების პარალელურად სხვადასხვა ეგზოტიკურ სუვენირებს ყიდიან, რაც მათთვის შემოსავლის წყარიც არის და ინდიელთა ხალხური რეწვის პოპულარიზაციის საშუალებაც.  

ეკვადორელი მუსიკოსების თქმით, ისინი  ზუგდიდიდან ბათუმს მიემგზავრებიან, საქართველოს  ქალაქების მოვლის შემდეგ კი სოჭში. 

ჯგუფი ,,ვეინ ანდერო'' არ არის ერთადერთი ეკვადორული ჯგუფი, რომელიც საქართველოში მსგავსი კონცერტებით წარსდგა, მცირე ხნის წინათ საქართველოს დიდი ქალაქები ქუჩის კონცერტებით მოიარა ერთერთმა ასეთმა ჯგუფმა ,,ინკ სოლ" , რომელიც მაყურებელს შეიძლება ახსოვდეს ,,ნიჭიერის" კონკურსში გამოსვლითაც. 

 

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...