მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ვერავისზე 100%-ით თავს ვერავინ ვერ დადებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ...

ნიკა მელია: ვერავისზე 100%-ით თავს ვერავინ ვერ დადებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუკანონებს

Published on

ვერავისზე 100%-ით თავს, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დადებს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ, თუ მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ? ” -განაცხადა ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა ნიკა მელიამ ოპოზიციის შეხვედრაზე შესვლისას.

შესვლის სურვილი, შეიძლება, ვიღაცებს ჰქონდეს, მაგრამ იცით, რა პარალელს გავავლებდი? ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის უფროსის, ეშინია პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს. აქაც, ალბათ, ვიღაცებს აქვთ ცდუნება, სურვილი, რომ შევიდნენ, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული. 

ამ მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა პარლამენტში, ის არ იქნება ოპოზიციონერი და არ იქნება დეპუტატი, ის იქნება პუფი, უბრალოდ რაღაცა ნივთი. როგორ წარმოგიდგენიათ, 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ 6-მა ადამიანმა? მე გამოვრიცხავ…”

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...