მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ინფიცირებულთა უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. უცნობი წყაროების დასადგენად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 277 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათ შორის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 135 პაციენტი რჩება, მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი ჟანგბადსამოკიდებულნი არიან.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, 11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 123 ადამიანი. კოვიდცენტრებს თვითდინებით მიმართა შვიდმა ადამიანმა.

სიახლეები

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...