მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება

დღეს მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება

Published on

ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით დღეს, 8 დეკემბერს მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. მხარეები ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის რიგგარეშე ან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელია, “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ეს მათთვის წითელი ხაზია.

“გამოდის მმართველი გუნდი და თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს. მემგონი ეს რაღაც ცალკარას თამაში ბატომ-ნ არჩილს და კობახიძეს ძალიან მოსწონთ და არ მგონია ეს სწორი იყოს.

პოლიტიკური ბოიკოტი შედგება და თუ ვინმე შეძვრება იმ პარლამენტში, ეს მისი პოლიტიკური რისკია, იმიტომ, რომ პარლამენტში კი არ შეძვრება პირდაპირ ვოლსკის კაბინეტში”, – თქვა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. 

უცნობია, რა წინადადებებით წარსდგებიან მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...