მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა გადის ახალ არჩევნებზე

შალვა ნათელაშვილი – პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა გადის ახალ არჩევნებზე

Published on

ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებამ ამ წარმონაქმნს რომის სენატიც რომ დაარქვას, ამით არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტი არ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.

„რაც ადრე აღიქვამს ამას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ნეირონები და მისი გარემოცვა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ვერ გადაურჩებიან ქართველი ხალხის რისხვას და მათ მოუწევთ პოლიტიკური კოცონი, მით უკეთესი იქნება მათთვის და ქვეყნისთვის. ერთხელ არ დათანხმდებიან, მეორედ არ დათანხმდებიან, მესამედ დაჭკვიანდებიან და დათანხმდებიან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მაშინ იქნება დემოკრატიული არჩევნები, როდესაც აღარ იარსებებს მუდმივი ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაქცეული სუპერ სამინისტროდ, მილიონი დაფინანსებით, ჩამოყალიბებული გამყალბებელთა ბიუროკრატიით, რომელთა მიზანია შეკვეთების შესრულება.

„ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ სამართლებრივად ჯერ ყველაფერი ცუდის გაკეთებაა შესაძლებელი. ჟვანიას სამართლებრივად ყველა მოდელი აჯობებს. უნდა შევარჩიოთ უკეთესი, არასამთავრობოებიც არ წარმოადგენენ იდეალურ მოვლენას და არც ჩვენ ვართ იდეალური. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევარჩიოთ წესიერი, პატიოსანი ხალხი ამ სისტემაში. მთავარია, მოვსპოთ მუდმივობა ცესკო-ში. ჩვენთვის მთავარია, ჩავატაროთ არჩევნები ჟვანიას და მისი მსგავსების გარეშე. ეს არჩევნები იყოს ხელახალი და რაც შეიძლება ჩქარა. დამერწმუნეთ, ვერანაირი გაყალბებაზე მორგებული საარჩევნო სისტემა ივანიშვილს ვერ გადაარჩენს. ის მიჰყვება ბაბილონის გოდოლივით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა..

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...