მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემი, იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო" - ზურაბ ჯაფარიძე

“ჩემი, იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო” – ზურაბ ჯაფარიძე

Published on

სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, იგი შემდეგი შინაარსისაა:

„მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.

არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.

ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...