მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლებამ პოლიტიკური თანხმობის გზით სიარულს ხელის გადაგრეხვის პრინციპით მუშაობა ამჯობინა" –...

,,ხელისუფლებამ პოლიტიკური თანხმობის გზით სიარულს ხელის გადაგრეხვის პრინციპით მუშაობა ამჯობინა” – აცხადებს ,,ახალი მემარჯვენეების” ლიდერი

Published on

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე  მოითხოვს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც უმრავლესობამ პარლამენტში კომისიის გვერდის ავლით შეიტანა, საკონსტიტუციო კომისიამ განიხილოს.  

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური თანხმობის გზით სიარულს, სრულიად უპასუხისმგებლოდ კვლავ ხელის გადაგრეხვის პრინციპით მუშაობა ამჯობინა და ამომრჩევლებს მოუწოდა წინ აღუდგეს ამ პროცესს

 

 ,,მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ყველა ორგანიზაციას, რომელსაც კარგად ესმის ამ საკითხების უდიდესი მნიშვნელობა საქართველოში ნორმალური, დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების საქმეში – ნუ მივცემთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას შესაძლებლობას ამ მოჯადოებულ წრეზე კიდევ ერთხელ წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა; კიდევ 4 წლით ნუ მოვახვევინებთ თავს არაკომპეტენტურ, გაზულუქებულ და ხალხის წინაშე არაანგარიშვალდებულ საპარლამენტო შემადგენლობას; კიდევ 4 წლით ნუ დავამუხრუჭებინებთ საქართველოს სტაბილური დემოკრატიის ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესს; ნუ მივცემთ შესაძლებლობას, რომ მახინჯი საარჩევნო სისტემის შენარჩუნებით, მოტყუებულ და აპათიაში ჩავარდნილ საქართველოს მოსახლეობას კიდევ 4 წლით ხელოვნურად მოახვიონ თავს სრულიად უსახური, გაუგებარი, არანორმალური მმართველობის ფორმა", – განაცხადა ჩიხრაძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავადვე ახდენს ამ კომისიის იგნორირებასა და დისკრეტიდაციას.

შეგახსენებთ,  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განხილვის  რეკომენდაციით ორი დღის წინ კომისიას საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა 

 

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....