მთავარისიახლეებისაზოგადოებაწინასაახალწლო სოციალური კამპანია რეწვის ადგილობრივი ოსტატების მხარდასაჭერად

წინასაახალწლო სოციალური კამპანია რეწვის ადგილობრივი ოსტატების მხარდასაჭერად

Published on

ზუგდიდელი აქტივისტი, სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის დამფუძნებელი ციცინო შენგელია, საკუთარ ფეისბუკგვერდზე, პანდემიის პერიოდის წინასაახალწლო დღეებში, ადგილობრივი რეწვის ოსტატების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურ აქტივობას იწყებს. ციცინო შენგელია, ამ აქტივობაში, უპირველესად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს იწვევს.
“ახალწლამდე დარჩა თითქმის 1 თვე, მიუხდავად პანდემიისა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შევეცდებით გავილამაზოთ და კარგი განწყობა შევქნათ ჩვენთვის და ჩვენი ახლობელი ადამიანებისთვის.
ასევე, დარწმუნებული ვარ, ყველა რიტუალის წესის დაცვით, ახალ სათამაშოს და რაიმე საჩუქარს ვიყიდით ჩვენი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის.
სწორედ აქ, მინდა, რომ გაითვალისწინოთ ადგილობრივი რეწვის ოსტატები და მათი ნამუშევრები.
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალინ მინდა ახლა გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა და საჩუქრები შეიძინოთ ჩვენ ოსტატებთან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო,-აქ ბევრი ახლობელი და ნაცნობი მუშაობთ და ყველამ თითო ნივთი რომ იყიდოთ, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ პანდემიის პერიოდში, ხელს შეუწობთ ადგილობრივ მეწარმეობას.
“ჩელენჯი” გამოგივათ ძალიან კარგი. იყიდეთ და მონიშნეთ მეგობრები, რომ ისინიც ჩაერთონ.
ეს იქნება ყველაზე დიდი სოციალური აქცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოხატვა. მადლობა ყველას ვინც მხარს დამიჭერს და ხელსშეუწყობს მეწარმეობის განვითარებას.
პს. აქვე ძალიან დიდი მადლობა თენგიზ მიქენაიას, იმისათვის რომ უკვე აკეთებს ამას.
პსს.
გიორგი გეგა შენგელია, მე გიწვევთ თქვენ!
გელოდებით, მადლობა დიდი.”- წერია ციცინო შენგელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...