მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მთავრობას ხალხის ჩაკეტვა სურს. ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების...

მიხეილ სააკაშვილი: მთავრობას ხალხის ჩაკეტვა სურს. ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა, რომ შვებით ამოისუნთქოს

Published on

ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში ხვალიდან ახალი შეზღუდვები იწყება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გამოცხადებულ ახალ “ლოქდაუნს” ეხმაურება და აბსურდულ გადაწყვეტილებად აფასებს.

იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ხელისუფლებას ხალხის პროტესტის ჩახშობა სურს.

,,სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება?! ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ. 

მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი, ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით. 

ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...