მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენმა და კამალა ჰარიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობების კანდიდატები წარადგინეს

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობების კანდიდატები წარადგინეს

Published on

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მომავალ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად საზოგადოებას წარუდგინა კანდიდატები, რომლებიც მის ადმინისტრაციაში დაიკავებენ მაღალ თანამდებობებს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში.

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად წარადგინა ენტონი ბლინკენი, შინაგან საქმეთა მინისტრად ალეჰანდრო მაიორკასი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ევრილ ჰეინსი, გაეროში აშშ-ის ელჩად ლინდა ტომას-გრინფილდი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ჯეიკ სალივანი და კლიმატის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კერი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც გახდება.

ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უკვე მუშაობდნენ აღნიშნულ თანამდებობებზე. მათი წარდგენა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში გაიმართა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს გუნდი ასახავს იმ ფაქტს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მზად არის მსოფლიო ლიდერობისთვის. პარალელურად მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილების გადაბარებასთან დაკავშირებით ყველაფერს გააკეთებს, რასაც კანონი მოითხოვს.  

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....