მთავარისიახლეებიპოლიტიკამე-10-ე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს

მე-10-ე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს

Published on

ოპოზიცია აქციას მე-10-ე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს გამართავს, შეკრების სხვა დეტალები უცნობია. ჯერჯერობით გაურკვეველია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე ერთ-ერთი მსჯელობის საკითხი საზოგადოებასთან კომუნიკაციების სხვადასხვა ფორმები იყო.

“ვმსჯელობთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებზე, რომ გავუზიაროთ, ასევე მოვისმინოთ სხვადასხვა ჯგუფების, საზოგადოებას მათი აზრი, მოლოდინები, არგუმენტები, ჩვენი გეგმები, მოლაპარაკების პროცესზე ვისაუბროთ, ამიტომ გვექნება ასეთი სერია შეხვედრების ძალიან მალე. ჩვენი მიზანი არის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში გაგრძელდეს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიყოთ ღია, ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ, სადაც საჭიროა იქ იყოს აქცია, სადაც არაა საჭირო, არ იყოს აქცია,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც პარტია “მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში არეულობას არ გამორიცხავს.

“საპროტესტო აქციები გაგრძელდება, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრების დღეს, რა თქმა უნდა თუ არაფერი არ შეიცვლება და მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება, იქნება ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ,” – აცხადებს ლევან იოსელიანი.

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია მესამე რაუნდის ჩანიშვნის თარიღსა და ხელისუფლებისგან წინადადებებს ელოდება.

“განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, იმიტომ, რომ ველოდებით მესამე რაუნდის ჩანიშვნის თარიღს და აქედან გამომდინარე ველოდებით რა წინადადებით მოვა ხელისუფლება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ იმ ადამიანების წრე, ვისაც ამ არჩევნების შედეგად პროტესტის გრძნობა გააჩნია,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...