მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ნამახვანის ჰესის მიმართ პროტესტი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება" - აცხადებს...

,, ნამახვანის ჰესის მიმართ პროტესტი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება” – აცხადებს ნათია თურნავა. ხალხმა კი ეს ,,მშვიდობა” უკვე ნახა

Published on

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ნამახვანჰესის პროექტის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს, ინვესტორი ვალდებულია მათ თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე შეუთანხმოს, ამიტომ რაიმე წუხილი ამ თემაზე გადაჭარბებულად მიაჩნია. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.

“პიკზე ეს პროექტი დაასაქმებს 2 000 ადამიანზე მეტს საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში, ეს ადგილობრივი მოსახელობა იქნება. დღესაც, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ძალიან დიდი დოზით ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავთ დასაქმებული და ჩართული. მთლიანობაში, რასაკვირველია, არ არის კარგი, როცა მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტს, თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ზოგადად ბევრ ქვეყანაში, როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ გააჩნია რთული ინჟინერია, დიზაინი, არის, ხოლმე, კითხვები, პროტესტის გამოხატულება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება”, – თქვა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას სიფრთხილით ეკიდება. 

თურნავას განცხადებით, ინვესტორი მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობს და მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს. 

 წყალტუბოში ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ 24-საათიანი პროტესტის უკვე 25-ე დღეა გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა.  მათი თქმით, არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას, რომელიც 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს. 

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები  პოლიციამ დაარბია.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...