მთავარისიახლეებიპოლიტიკამაიკ პომპეო გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანს ხვდება

მაიკ პომპეო გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანს ხვდება

Published on

მაიკ პომპეო ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში მივიდა. ის აქ პრემიერს, გიროგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი გახარიამ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს.

“ამეირიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლინებაა”, – დაწერა გახარიამ.

Look forward to discussing the 🇺🇸-🇬🇪 strategic partnership & our Euro-Atlantic agenda w/ @SecPompeo. His visit is yet another demonstration of the strength of our bilateral relations. https://t.co/gaGXMmLSH4

— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 17, 2020
ვიზიტის ოფიციალურ ნაწილში მაიკ პომპეო მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს. შეხვედრის შემდეგ კი ის პატრიარქთან გაემართება.

კანცელარიაში მისვლმადე ის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....