მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას...

,,ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას გააგრძელებს, რომ ქვეყანა მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს” – ეველინ ფარკასი

Published on

როგორი შეიძლება იყოს ჯო ბაიდენის, როგორც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის, ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის, ნატოსა და საქართველოს მიმართ – ამ საკითხზე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპატრამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასს ​”ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ესაუბრა.

ფარკასი ამბობს, რომ ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას გააგრძელებს, მათ შორის იმაშიც, რომ ქვეყანა მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს.

“ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთისთვის, რათა მან ნატოს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს – იქნება ეს ფიზიკური ძალით, თუ სხვა მეთოდებით. რუსეთი ეცდება, ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ახლა საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, მიმდინარეობს რთული პოლიტიკური ბრძოლა”, – ამბობს ფარკასი. 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...