მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187 ლარია – საქსტატი

საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187 ლარია – საქსტატი

Published on

საქართველოში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში 187.7 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, ის მცირე თანხაა, რაც სახელმწიფოს დადგენილებით, ქვეყნის ეკონომიკური დონის განვითარების შესაბამისად, ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონელს – თანხით, გამოხატავს.

კიდევ უფრო მცირე იყო შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრამდე; მაგალითად სექტემბერში – 184, აგვისტოში –182, ივლისში კი – 183 ლარი.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2020 წელს, მარტში დაფიქსირდა და 206.1 ლარით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად,

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში – 166 ლარია
მთლიანად საშუალო ოჯახის – 314.
ორ სულიან ოჯახს საარსებოდ თვის განმავლობაში 266 ლარი აქვს განსაზღვრული
6 სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქართველოში – 442 ლარს აღწევს, რაც ერთ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმს, მხოლოდ 2.5–ჯერ აღემატება.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმს საქართველოში 1997 წლიდან, პარლამენტის დადგენილებით ითვლიან. 2003 წლიდან, საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება, სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით ხდება, რომელიც საკვებ ნივთიერებაზე და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით, შეესაბამება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, სპეციალისტები მძიმე ზამთარს, პროდუქტებზე ფასების მომატებას და კომუნალური გადასახადების ზრდას ელოდებიან.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...