მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო სექტორი ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის დარბევას გმობს

არასამთავრობო სექტორი ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის დარბევას გმობს

Published on

რეპრესიული მეთოდები მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ – ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის დარბევას.იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს არაერთი კრიტიკული დასკვნა და შეკითხვა აქვთ როგორც ჰესის მშენებლობის კანონიერების, ისე მისი უკიდურესად მაღალი ზეგავლენისა და რისკების შესახებ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა გაუმჭვირვალედ და ამ შეკითხვებისა და მოსაზრებების იგნორირებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის წუხილებსა და მშვიდობიან პროტესტზე პასუხად რეპრესიულ მეთოდებს იყენებს და საპოლიციო ძალის მეშვეობით ცდილობს ადგილობრივების პროტესტის ჩახშობას, რითაც უხეშად არღვევს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); მწვანე ალტერნატივა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 ნოემბერს, წყალტუბოს რაიონში, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში აპროტესტებენ გიგანტური ჰესის მშენებლობას, პოლიცია სასტიკად გაუსწორდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროტესტი 22-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...