მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა '' არის...

მიხეილ სააკაშვილი: “არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა ” არის სუს-ს და ივანიშვილის ლოზუნგი”

Published on

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლაივით ჩაერთო და კითხვებს უპასუხა.

როგორც თავად აღნიშნა, ლოზუნგები, სადაც მისი ჩამოსვლის მოწოდებაა, სუს-სა და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია.

“არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა ”— არის სუს-ს და ივანიშვილის ლოზუნგი”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე, ლაივისას მიწერეს — “თქვენ თუ გადაგვარჩენთ”, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ აღარ უნდოდა ეს მესიჯები, რადგან ესეც სუს-ს გზავნილი იყო.

“ეს არის სუს-ის ლოზუნგი, სუს-ის ლოზუნგებით ნუ მელაპარაკებით. ეს არის სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგი. ეს არის, რომ აი თითიც არ გაანძრიოთ, რა მნიშვნელობა აქვს, მიშა თუ არ ჩამოვა არაფერი არ გამოვა – სუს-ის ლოზუნგი. მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ პირდაპირ იმათი შემოგდებული და იმათი ლოზუნგების გადამღერებელი – მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკ ჩართვაში ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც მოქალაქე ინდირა ფრუიძე ჩართვას ამ ლოგუნგით გამოეხმაურა.

მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვისაც მისი მხარდამჭერი პლაკატები უჭირავს, მაგრამ უპასუხა, რომ “სააკაშვილით საკითხი არ წყდება”.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...