მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ახლა, როდესაც კუთხეში არიან მომწყვდეულები, დასუსტებულები, გადამწყვეტია სახელმწიფო მდივანს გადავცეთ...

,,ახლა, როდესაც კუთხეში არიან მომწყვდეულები, დასუსტებულები, გადამწყვეტია სახელმწიფო მდივანს გადავცეთ ჩვენი გზავნილი. სხვათა შორის ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა.” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ მიმართვას არვცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ და საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამის პარალელურად აუცილებელია ხალხმა ხვალ თავისის გზავნილი ყველას გააგონოს.

“კარგია მოლპარაკებები, ახლა ისინი ცდილობენ იმიტაცია მოახდინონ პროცესის, თითქოს რაღაცაზე მოდის და ესეც არის სისუსტის და იმის გამოვლინება, რომ ჩამოშლილები არიან. უცხოელებმა დაიწყეს ტონის შეცვლა იმიტომ, რომ დაინახეს, რომ არცრთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, არაფრის მომტანი არ არის იმიტომ, რომ არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საარჩევნო კომისიის პატიოსანი პროცესი, არსებობს მხოლოდ ერთი კაცი ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს წყვეტს. 

ამ პირობებში ახლა გადამწყვეტია, როდესაც კუთხეში არიან მომწყდეულები, დასუსტებულები, რომ ხვალ იყოს ხალხი და აუცილებელია პომპეოს ჩვენ გადავცეთ ჩვენი გზავნილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, სხვათა შორის ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა. ეს გზავნილი, უნდა გადაეცეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის სახელმწიფო მდივანი, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, უკვე ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მე მიკავშირდება დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. ნამდვილი აფეთქდება მოხდება ამ თემის საერთაშორისო მედიაში რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებულები ხვალ და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისთვის. 

მე მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მე მესმის, რომ ცივა, მე მესმის, რომ კორონავირუსია და კარგი ამბავი არის ის, რომ უკვე გაჩნდა ვაქცინა, მაგრამ თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ თუ ნორმალური მთავრობა იქნა, პრაქტიკულად იმავე დღეს, როცა ამერიკაში გამოვა, ეს ვაქცინა იქნება საქართველოში.

ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს, ქართელი ხალხი ერთიანია, ახლა ურბალოდ ქმედების დროა საბოლოო გამარჯვებამდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ხვალ და შემდეგ დღეებში, ბოლომდე ვიბრძვით ყველანი გამარჯვებისთვის, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ვკარგავთ, სიცოცხლეებსაც ვკარგავთ, ჩვენ ახალგაზრობას ვკარგავთ, პერსპექტივას, მომავალს ვკარგავთ. ჩვენ არაფერი არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, ყველაფერი უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გაყალბებული არეჩევნების გასაპროტესტებლად, ხვალ, 14 ნოემბერის 15:00-ზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იგეგმება. 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...