მთავარისიახლეებისამხედრო თემა,,ვისურვებდი საქართველოში აშშ-ის გაზრდილი სამხედრო ინფრასტრუქტურა ვიხილო'' - აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილი...

,,ვისურვებდი საქართველოში აშშ-ის გაზრდილი სამხედრო ინფრასტრუქტურა ვიხილო” – აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი

Published on

 აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილი მეთაურმა ბენ ჰოჯესმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სურს, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი სამხედრო ინფრასტრუქტურა იხილოს. საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, ბენ ჯოჰესის განცხადება არის გზავნილი სახემწიფო მდივნის მიმართ და მიანიშნებს მას იმ ძირითად აქცენტებზე, რაც საქართველოში ვიზიტისას უნდა გაკეთდეს. 

ეს იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებს სრულფასოვანი გარანტია – ექსპერტები ბენ ჰოჯესის განცხადებაზე

თუ ამერიკული სამხედრო ბაზა საქართველში რეალობა გახდა, ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ საქართველო ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, რაც თავის მხრივ დააჩქარებს საქართველოს ნატოში შესვლას – ეს უკვე კალენდრის ამბავია”, – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი

“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ამ სურვილის აღსრულებისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს, თუმცა დღეს მას ლეგიტიმაცია არ აქვს. 

ანალიტიკოსების ანბობენ, რომ მაიკლ პომპეოს ვიზიტისას საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხიც დადგება, თუმცა როგორ უპასუხებს ამას მოქმედი მთავრობა უცნობია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზად არ არის. 

“შავი ზღვის უსაფრთოხებაში საქართველოს როლი და ჩვენი პარტინიორის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი არის, რომ ნებისმიერი პოტენციურ სამხედრო სცენარისთვის ჰქონდეს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა სცენარებისთვის.. საქართველოს ყველანაირი პირობა აქვს, გეოგრაფციულის, პოლიტიკურიც, რომ ეს პარამეტრები დააკმაყოფილოს, მაგრამ იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც ვიხილეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ზოგადად საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის აზრის მიმართ და ზოგადად მათი ამოცანა, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი და “ქართული ოცნების” პირობებში ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს”,– ამბობს ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავჯდომარის მოადგილე.

 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...