მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: თავმჯდომარის პოსტი და პარტია კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრის...

გრიგოლ ვაშაძე: თავმჯდომარის პოსტი და პარტია კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და მშვენივრად ვარ

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, “სულაც არ აქვს პრობლემა”, რომ მარტო დარჩეს და ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს. მისი თქმით, ხანდახან მარტოობა და დეპრესია საჭიროა, რადგან ფიქრის პროცესი იწყება.

“მე პირადად დავიღალე, იმიტომ, რომ მოქალაქეს ვეუბნები და ის მეუბნება, ბატონო გრიგოლ, ხმას მოგცემთ და ამ ხმას დაიცავთ? გამოდის, რომ ამ ადამიანებს მე ვატყუებ 2017 წლიდან. მე აღარ შემიძლია ამის მოთმენა, მე პირადად არ შემიძლია. თუ ამისთვის მარტო დარჩენაა საჭირო, რომ ეს ხმამაღლა ვთქვა, მე ამას ხმამაღლა ვამბობ.

თავმჯდომარის პოსტი და პარტია კი არა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და მშვენივრად, არ ვიცი, ნორმალურად ვარ და სულაც არ მაქვს პრობლემა, რომ საერთოდ დავუპირისპირდე ყველას”, — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, რატომ საუბრობს დაპირისპირებაზე და მარტო დარჩენაზე, ვაშაძე პასუხობს: “თუ აღმოჩნდა, რომ მარტო ვარ”. ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს თავისივე პარტიას, მან განაცხადა:

“არა მარტო. საზოგადოების დიდი ნაწილი იტყვის, რომ მოწყვეტილი ხარ შენ რეალობას, საერთოდ არ გესმის რას ლაპარაკობ და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, სრულად შეესაბამება ჩვენს განწყობას”, — განაცხადა მან.

ვაშაძემ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არ პარტიაში ვინმე მის ხედვას და განაცხადა:

“იცით, მე თვლა არ დამიწყია სიმართლე, რომ გითხრათ და ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. თვლა არ დამიწყია, მაგრამ იმ ადამიანების აზრი, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არავისთან არაფერი არ შემითანხმებია. მაგრამ იმ ადამიანებისგან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩათვლით, მათი მხარდაჭერა, ღია ან პირადული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, — განაცხადა მან.

10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადებას კრიტიკა მოყვა ოპოზიციაში, მათ შორის, ენმ-შიც.

ვაშაძემ თავის განცხადებაზე  დამატებითი განმარტებები გაავრცელა.მან Facebook-ზე დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.

სიახლეები

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს  სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციელების მისვლას ის საცხოვრებელ სახლთან ოჯახის წევრებთან,...