მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს საოლქო კომისიებში ოფიციალურად გაფორმდა 2020 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები

დღეს საოლქო კომისიებში ოფიციალურად გაფორმდა 2020 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები

Published on

დღეს საოლქო კომისიების თავმჯდომარეებმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერეს და არჩევნებიც საბოლოოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ გააფორმეს. 

საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა  საოლქო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს გაყალბებული არჩევნები და წართმეული ხმები. 

მოპარული ხმები და გაყალბებული არჩევნების შედეგები გააპროტესტა დღეს თბილისის, ბათუმის, გორის, ოზურგეთის, წყალტუბოს მოსახლეობამაც. გაბრაზებული ამომრჩევლები ისევე როგორც მთელ საქართველოში, სამეგრელოს თითქმის ყველა საოლქო კომისიასთან, ზუგდიდში, ფოთსა და მარტვილში შეიკრიბნენ. 

საოლქო კომისიის შენობებს პოლიცია იცავდა, აქციის მონაწილეებს შიგნით შესვლისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევდნენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ გაყალბებული არჩევნებით მიღებული გამარჯვება დროებითია

. თუმცა ათასობით ადამიანის ხმა საოლქო კომისიის არც ერთმა თავმდჯომარემ ვერ, ან არ გაიგო. შემაჯამებელ ოქმზე ყველამ მოაწერა ხელი და ოფიციალურად გააფორმა 2020 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები. 

სიახლეები

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...