მთავარისიახლეებიპოლიტიკაპუტინისთვის გადახდილი მადლობის შემდგ ზურაბიშვილი არ ჩანს, "ოცნების'' ხელისუფლებამ რუსეთს საქართველოს საჰაერო...

პუტინისთვის გადახდილი მადლობის შემდგ ზურაბიშვილი არ ჩანს, “ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცე გაუხსნა

Published on

სალომე ზურაბიშვილის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მადლობის თქმის გამო “ქართული ოცნება” თავს უხერხულად გრძნობს. ყარაბაღში რუსი “სამშვიდობოების” ჩაყენების გამო ნათქვამი მადლობა იმდენად არადიპლომატიური იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი კომენტირებაც კი არ ისურვა. დავით ზალკალიანი პრეზიდენტის განცხადების შესახებ კითხვას გაექცა.

ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის მეთაურის პოლიტიკური არაადექვატურობის კიდევ ერთი ღია დადასტურებაა. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა რეგიონის ქვეყნებშიც კი განხილვის საგნად იქცა. 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი 9 ნოემბრის ღამეს მოაწერა.

 შეთანხმების ერთ-ერთი პუქნტის მიხედვით, რუსეთი ყარაბაღში ახალ ბაზას ქმნის და ე.წ. “სამშვიდობოებს” აყენებს. ამის ფონზე კი, სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის.

პრეზიდენტის მადლობის პირველი შედეგი უკვე დადგა. საქართველომ რუსულ სამხედრო სატრანსპორტო ხომალდებს საჰაერო სივრცე გაუხსნა.

ილიუშინის ტიპის სატრანსპროტო ხომალდებმა საქართველოს სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს. დანიშნულების ადგილი სომხეთი იყო, გამოფრენის ადგილები კი მოზდოკისა და უალ ნოვსკის სამხდრო საჰაერო ბაზები

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...