მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ საკაშვილი: ,,ოპოზიციის საერთო გეგმაში არაფერი იცვლება - სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს...

მიხეილ საკაშვილი: ,,ოპოზიციის საერთო გეგმაში არაფერი იცვლება – სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს და პარალელურად, მოლაპარაკება ივანიშვილის ხელისუფლებასთან მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ეკა კვესიტაძის გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს, რომ საქართველოში უკვე არავის, თვით “ქართული ოცნების” მომხრეებსაც კი, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.

“საქართველოში არავის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც კი, არ ეპარებათ ეჭვი, რომ ივანიშვილმა მინიმუმ, 15-20% დაიმატა და მოიპარა ქართველი ხალხის ხმები. ამ ვითარებაში, როცა ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს არჩევნების გაყალბების, რა უნდა ვქნათ? ვუთხრათ დიქტატორს – მოდი, ეს მოპარული გქონდეს, გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივად, თუ არ შევარჩინოთ ეს მოპარული ხმები? რა თქმა უნდა, მოლაპარაკება უნდა იყოს, მაგრამ არავის არაფერი არ უნდა შევარჩინოთ.

… მე მირეკავენ და აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში, რომელიც გამოცხადებული იყო დემოკრატიის შუქურად, რას ვპასუხობთ ამ ერთი გაუნათლებელი, ბნელი ადამიანის მიერ ხმების მიტაცებას, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დღეს მიმდინარე  პროცესები 2003 წლის მოვლენებს შეადარა და ორი ფაქტორი გამოჰყო. “შევარდნაძე უფრო მაგრად იდგა, ვიდრე ესენი. ესენი არიან დაშინებული, შეშინებული და ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, ბევრად მეტი, ვიდრე 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს: ქაღალდზე დაწერილი, ვიდეოზე გადაღებული”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.  

მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა გადავიდეთ ელექტრონულ კენჭისყრაზე:“მე არ მინდა არანაირი თანამდებობა, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვალ, ორ კანონს გავუწევ ლობირებას, როგორც მოქალაქე: სასამართლოს სრული რეფორმა, და ელექტრონული არჩევნები”, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოპოზიციის ერთობას და მის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ოპოზიციის საერთო გეგმაში არაფერი იცვლება – სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს და პარალელურად, მოლაპრაკება ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეიძლება იყოს მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე დროებითი ადმინიტრაციის პირობებში. 

არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრისას მან ასევე თქვა : “ძალიან კარგი მოხსენება გააკეთა თამარ კორძაიამ, ძალიან კარგად იმუშავა გიორგი კანდელაკმა”. 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...