მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილს ენა გაურბის

სალომე ზურაბიშვილს ენა გაურბის

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმების გაფორმება მიულოცა.  როგორც მან ტვიტერზე დაწერა მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ფასილიტატორებს. შეთანხმების ტექსტის ხელმოწერაში რუსეთი და უშუალოდ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა. ამასთან, აღნიშნულ შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ ბაქოში, თუმცა ერევანში ამან აქციები და უკმაყოფილება გამოიწვია

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ზურაბიშვილის მილოცვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებისადმი ნიშნავს იმას, რომ ის მადლობა უხდის რუსეთს, რაც ყოვლად მიუღებელია.

“ძალიან კარგი იქნება თუ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებდა ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს მათ შორის არა მხოლოდ საქართველოს ევროპულსა და სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკური ვითარების შეფასების კონტექსტს. არ შეიძლება, ამ შემთხვევაში როგორც მან დაწერა რუსეთს, როგორც ფასილიტატორსა და მედიატორს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, გადაუხადო მადლობა. საერთოდ ვერ ერკვევა იმ კონტექსტში, რომელიც არის დღეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი 2 მოძმე ერი სახელმწიფო ამ მძიმე გეოპოლიტიკურ კრიზისს როგორმე მოერევიან. მაგრამ ის რომ სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის რუსეთს, ეს არის ყოვლად მიუღებელი, მათ შორის რეგიონისთვის”, — განაცხადა დეკანოიძემ.

სიახლეები

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...