ცენტრალური საარჩევნო კომისია გუშინ, 8 ნოემბერს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წყლის ჭავლით დაშალას, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ, Facebook-ზე გამოეხმაურა.
თამარ ჟვანიას უწყებაში ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა.
აღსანიშანავია რომ ვრცელი განცხადბეის ბოლოს ცესკო მზადყოფნას გამოთქვამს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ:
“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში”
შეგახსენებთ, სწორედ საარჩევნო შედეგების გასაპაროტესტებლად გუშინ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, შემდეგ მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს და სანამ ყველა მათგანი იქ მივიდოდა, რამდენიმე ათეული ადამიანის დაშლა პოლიციამ წყლის ჭავლით დაიწყო.