მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ გემორჩილებით! - მოძრაობა სირცხვილია დღეს 22:00-საათიდან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე

არ გემორჩილებით! – მოძრაობა სირცხვილია დღეს 22:00-საათიდან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე

Published on

მოძრაობა სირცხვილია, დღეს, 9 ნოემბერს, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე, აქციას გეგმავს თბილისის პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე.

არ გემორჩილებით! – წერენ მოძრაობის წევრები თავის განცხადებაში, რადგან თვლიან, რომ შეზღუდვები, რომელიც დღეს ამოქმედდება, ხელისუფლებამ სინამდვილეში საპროტესტო გამოსვლების პასუხად დაადგინა.

საპროტესტო გამოსვლების პასუხად, ხელისუფლებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა.

ამიტომ დღეს პარლამენტის წინ ერთად გამოვუცხადებთ დაუმორჩილებლობას მთავრობის შეზღუდვებს!

ხელისუფლებამ გუშინ ისევ არაპროპორციული ძალის გამოყენებით, სიცივეში ცივი წყლითა და ცრემლსადენი სითხით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ.

სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს.

სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად – შიში შეგვიპყრობს.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია.

შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ.

და ალბათ, ეს არის, ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი. ცემისა და დაშინების მიუხედავად, ღირსებას არ ვთმობთ. გიკვირს, არა?

ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ,

ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ
და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს…

შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!

  • ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შეზღდუვები, რომელიც დღეიდან გადაადგილების შეზღუდვას ეხება დიდ ქალაქებში 7 ნოემბერს გახმაურდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 6 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია ასევე აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე, ეს მას შემდეგ რაც გუშინ ცესკოსთან მისული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...