მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჭავლები არა მავლები, მე მკითხეთ კორონავირუსზე" - მარინა ეზუგბაია

“ჭავლები არა მავლები, მე მკითხეთ კორონავირუსზე” – მარინა ეზუგბაია

Published on

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ფორმულას კითხვის პასუხად, რამდენად მიზანშეწონილი იყო ცესკო-სთან აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება, განაცხადა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის. 

“თქვენ, როგორ ბრძანდებით? კარგად ხართ? რა ჩემი საქმეა პოლიტიკა. მე მკითხეთ კორონავირუსზე, ძალიან გთხოვთ, რა. ჭავლები არა მავლები კიდევ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

8 ნოემბერს მედიის კითხვებს მსგავსი შინაარსის პასუხი გასცა კიდევ ორმა წამყვანმა ეპიდემიოლოგმა.

ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ცივ კლიმატურ პირობებში, პანდემიის დროს, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება საფრთხისშემცველი, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა: 

“ვერ გეტყვით, იცით, ეპიდემიოლოგიური საკითხები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომპეტენციაა და მათ უნდა კითხოთ, ჩემი კომპეტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები”, – ამბობს ცერცვაძე. 

იმავე კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა: 

“ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. რასაც თქვენ მეკითხებით, ეგ სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა. მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ”, – ამბობს გამყრელიძე. 

დემონსტრანტებს, რომლებიც თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ, 8 ნოემბერს  საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...