ბრიფინგზე, რომელიც აქციის წყლის ჭავლით დაშლის მორიგი მცდელობიდან მალევე გაიმართა, ირაკლი კობახიძე მელიას და მის თანაგუნდელებს “კანონის მთელი სიმკაცრით დასჯით” დაემუქრა:
“შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას იწვევს კრიმინალების ყოფნა არა ციხეში, არამედ პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში”, – განაცხადა კობახიძემ.
მან აქციის მონაწილეებს “კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავშეკავებისკენ”, სამართალდამცველებს კი “პროპორციული ძალის გამოყენებისკენ” მოუწოდა.
“მოვუწოდებთ კანონსაწიმააღმდეგო შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ”, – განაცხადა კობახიძემ.